ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება.ბედობა დღეს უბედობა დამებედა.ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა,როცა გნახე მეკოცნა და გამებედა,რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.ღვინოს ვსვამ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდიგვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,დღე და ღამე ამერია დავიღალე,მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.